კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა სპექტაკლი "ბედნიერი უფლისწული" დადგეს

14 ივნისს კომაროვის სკოლაში მოსწავლეებმა სპექტაკლი „ბედნიერი უფლისწული“ წარუდგინეს მაყურებელს, რომელიც ოსკარ უაილდის მოთხრობის მიხედვით დაიდგა.

მოსწავლეებმა სპექტაკლზე ინგლისური ენის მასწავლებლის, თამარ ბენდიაშვილის ხელმძღვანელობით, იმუშავეს.

სპექტაკლზე მუშაობა მეორე სემესრში დაიწყო. თავდაპირველად ჩატარდა კასტინგი, რის შედეგადაც შეირჩნენ მონაწილე მსახიობები:

ავთო გოგოლაძე, თაკო დადიანი, ანი გვარამაძე, ანუკი რატიანი, ალექსანდრე ხელაშვილი, გვანცა აგლაძე, ივა ყულჯანიშვილი, ლუკა ბუაჩიძე, ლუკა ძიძავა, ნიტა შაველაშვილი, ლუკა ხიზამბარელი, თამარ ჭოლოკავა, კესარია ქურიძე.

სამუშაო ჯგუფში შედიოდნენ: ანა სორდია, სანდრო კაპატაძე, კატო შეშელიძე, მარიამ ლაბაძე, მარიამ სონღულაშვილი და გუკა მაჭარაშვილი.

სპექტაკლის დადგმის პროცესში განსაკუთრებით აქტიურად იყო ჩართული კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული გიორგი მახათაძე.

კომაროვის სკოლა მადლობას უხდის მოსწავლეებსა და მათ პედაგოგს და სამომავლოდაც არაერთ წარმატებას უსურვებს!

სრული ფოტო მასალის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://rb.gy/li6kt


ზემოთ